„თბილისი პრაიდის“ დირექტორი - არსად წავალ, ვიდრე სამშობლოს გადარჩენისთვის ბრძოლას ბოლოში არ გავიყვანთ, ესეც თუ წავაგეთ, მერე ჩავალაგებ ჩემოდანს და თავიდან დავიწყებ ცხოვრებას სადმე კარგ ქვეყანაში
„თბილისი პრაიდის“ დირექტორი - არსად წავალ, ვიდრე სამშობლოს გადარჩენისთვის ბრძოლას ბოლოში არ გავიყვანთ, ესეც თუ წავაგეთ, მერე ჩავალაგებ ჩემოდანს და თავიდან დავიწყებ ცხოვრებას სადმე კარგ ქვეყანაში

არსად წავალ, ვიდრე სამშობლოს გადარჩენისთვის საბოლოო ბრძოლას ბოლოში არ გავიყვანთ, – ამის შესახებ „თბილისი პრაიდის“ დირექტორი თამარ ჯაყელი სოციალურ ქსელში წერს.

„ვერასოდეს ვაპატიებ საკუთარ თავს, ახლა თუ არ გავაკეთე ჩემი მაქსიმუმი. არსად წავალ, სანამ სამშობლოს გადარჩენისთვის საბოლოო ბრძოლას ბოლოში არ გავიყვანთ – შეგუებას და გაქცევას დამარცხება მირჩევნია.

თუ ესეც წავაგეთ, მერე ჩავალაგებ ჩემოდანს და თავიდან დავიწყებ ცხოვრებას სადმე კარგ ქვეყანაში, უკეთეს პირობებში, უფრო უზრუნველი, მაგრამ სამშობლოდაკარგული.

იმედი მაქვს, ბევრს გიხილავთ რუსთაველზე. არ ვიცი, რა გველის, მაგრამ თქვენთან ერთად ვიდგები მხარდამხარ, როგორც და რამდენი ხანიც იქნება საჭირო“, – წერს თამარ ჯაყელი „ფეისბუქზე“.