„თბილისი პრაიდის“ აქციამდე, მთავრობის ადმინისტრაციასთან ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი და სასულიერო პირები მივიდნენ
„თბილისი პრაიდის“ აქციამდე, მთავრობის ადმინისტრაციასთან ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი და სასულიერო პირები მივიდნენ

„თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია „სახელმწიფო, სად ხარ?!“ უნდა გაიმართოს.

სოციალურ ქსელში დაანონსებული აქციის მონაწილეების მისვლამდე, ადგილზე მივიდნენ ბიზნესმენი ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი და სასულიერო პირები. როგორც ისინი ამბობენ, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს აქციის გამართვის საშუალებას არ მისცემენ.

ლევან ვასაძემ განაცხადა, რომ ხვალ მათი სამოქმედო გეგმა გახდება ცნობილი, თუ რა ხერხებით აპირებენ, ჩაშალონ დაგეგმილი „თბილისი პრაიდი“. ლევან ვასაძის განცხადებით, ისინი მოუწოდებენ ყველა ქართველ მამაკაცს, მივიდნენ მათ დაგეგმილ შეხვედრაზე, სადაც სამოქმედო გეგმების შესახებ ისაუბრებენ. ზუსტი დრო, როდის გაიმართება შეხვედრა, ლევან ვასაძის თქმით, ხვალ გახდება ცნობილი.

„თბილისი პრაიდის“ დღევანდელი აქცია მას შემდეგ დაანონსდა, რაც საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გამოაქვეყნდა და მოუწოდა ხელისუფლებას, არ დაუშვას ე.წ. გეი პრაიდი.

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან პოლიციაა მობილიზებული.