„თბილისი მოლში“ მდებარე „კარფურიდან“ ევაკუაცია განხორციელდა. როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, სუპერმარკეტში მყოფ მოქალაქეებს ტერიტორია დაატოვებინეს.
ევაკუაცია რამდენიმე წუთს გაგრძელდა. სუპერმარკეტმა მუშაობა უკვე განაახლა.
ევაკუაციის მიზეზი უცნობია.
როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ევაკუაციის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.