თბილისი (გლდანი)-თიანეთის გზის ცალკეულ მონაკვეთზე 14 აგვისტოს ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი (გლდანი)-თიანეთის საავტომობილო გზის კმ21-კმ22 მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის გამო 14 აგვისტოს ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
უწყების განმარტებით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა 02:00 საათიდან 07:00 საათამდე იქნება შეზღუდული.
საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა შსს-ს შესაბამისი რეგიონული ქვედანაყოფების პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.