თბილისი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონფერენციას უმასპინძლებს
თბილისში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონფერენცია გაიმართება. როგორც საქართველოს პირველ არხს საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დიასპორის პოლიტიკის საპარლამენტო კავშირის მიერ ორგანიზებული კონფერენციის თემაა – „დიასპორის აქტიური მონაწილეობა სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესში“.
კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ევროპის საბჭოს დიასპორის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პაოლო პისკო.
კონფერენცია სასტუმრო „ბილტმორში“ 09:30 საათზე გაიხსნება.