„თბილისი ენერჯის“ წარმომადგენელი - გაირკვა, რომ ბესიკის ქუჩაზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დროს, განხორციელდა გაზის დანადგარების დემონტაჟი და არ მოხდა დამხშობების დაყენება
„თბილისი ენერჯის“ წარმომადგენელი - გაირკვა, რომ ბესიკის ქუჩაზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დროს, განხორციელდა გაზის დანადგარების დემონტაჟი და არ მოხდა დამხშობების დაყენება

მოსახლეობის გადმოცემით გაირკვა, რომ ბესიკის ქუჩაზე გუშინ მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები, რა დროსაც განხორციელდა გაზის დანადგარების დემონტაჟი და არ მოხდა დამხშობების დაყენება, – ამის შესახებ „თბილისი ენერჯის“ სადისპეჩერო და სწრაფი რეაგირების სამსახურის უფროსმა, ირაკლი დეკანოიძემ ბესიკის ქუჩაძე მომდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მეზობლებმა გაზის სუნი გუშინ საღამოს იგრძნეს, თუმცა „თბილისი ენერჯის“ არ დაუკავშირდნენ.

„დილის საათებში შემოვიდა შეტყობინება, რომ ბესიკის 21 ნომერში მოხდა აფეთქება. ადგილზე გამოცხადდნენ ჩვენი ჯგუფები და დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ გაზის მილები იყო დანადგარების გარეშე და არ ეყენა დამხშობი. მოსახლეობის გადმოცემით გაირკვა, რომ გუშინ მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები, რა დროსაც განხორციელდა გაზის დანადგარების დემონტაჟი და არ მოხდა დამხშობების დაყენება. სავარაუდოდ, გაზის გაჟონვა მოხდა ამ წერტილიდან. ასევე, მოსახლეობა აცხადებს, რომ გუშინ ღამის საათებში იგრძნობოდა გაზის სუნი, თუმცა სამწუხაროდ, ჩვენთან რაიმე სახის შეტყობინება არ შემოსულა. დაშავებულები არ არიან, დაზიანებულია შენობა და ტექნიკა. მოსახლეობის გადმოცემით, სახლში აალება მას შემდეგ მოხდა, რაც მობინადრე შევიდა სააბაზანოში და ჩართო გაზგამაცხელებელი“, – განაცხადა ირაკლი დეკანოიძემ.

ამათან „თბილისი ენერჯი“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, გაზის დანადგარებთან გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე და გაზის სუნის არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დარეკონ სწრაფი რეაგირების სამაახურის ნომერზე 114-ზე.