„თბილისი ენერჯის“ აბონენტებისთვის გაზის ახალი ტარიფი დღეიდან შევა ძალაში
„თბილისი ენერჯის“ აბონენტებისთვის გაზის ახალი ტარიფი დღეიდან შევა ძალაში.
სემეკის გადაწყვეტილებით, „თბილისი ენერჯის“ აბონენტებს, 46,138 თეთრის ნაცვლად, 53,972-ის გადახდა მოუწევთ დღგ-ს ჩათვლით.
ახალი ტარიფი დღეიდან, პირველი ივნისიდან ამოქმედდება და 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.