„თბილისი ენერჯი“ - თბილისის სამ უბანში კორპუსები აფეთქებას გადაურჩა
„თბილისი ენერჯის“ ცნობით, დღეს თბილისის სამ უბანში კორპუსები აფეთქებას გადაურჩა.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ბინის მეპატრონეების უყურადღებობის გამო სამი კორპუსი – დიდუბეში, საბურთალოსა და სამგორის რაიონში აფეთქდებოდა, რომ არა ყურადღებიანი მეზობლები, რომლებმაც დარეკეს 114-ზე და გაზის სუნის შესახებ მათ შეატყობინეს.
„როგორც აღმოჩნდა, ოჯახის წევრები სახლში იმყოფებოდნენ და გაზის ონკანი უყურადღებოდ ჰქონდათ დატოვებული. გაუფრთხილდით თქვენი ოჯახის და მეზობლების სიცოცხლეს. თქვენი უყურადღებობის გამო შესაძლოა, სხვების სიცოცხლე შეიწიროთ. იფიქრეთ ბუნებრივი გაზის უსაფრთხო მოხმარებაზე“, – აღნიშნულია „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.