„თბილისი ენერჯი“ - მესამე პირის დაუდევრობის გამო გაზგამანაწილებელ ქსელში წყალი მოხვდა, შედეგად, 3 800 აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა
მესამე პირის დაუდევრობის გამო, გაზგამანაწილებელ ქსელში წყალი მოხვდა, შედეგად, 3 800 აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, გაზმომარაგება სრულად 27 იანვრის 10:00 სთ-დან აღდგება.
„გაცნობებთ, რომ მესამე პირმა დაუდევრობით გაზგამანაწილებელი ქსელი დააზიანა, რის გამოც გაზის ქსელში წყალი მოხვდა. შედეგად, დღეს, 26 იანვრის 18:00 სთ-დან გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა დიღმის მას. 5 კვ-ში კორპ. 17-ის მიმდ, 1, 1ა, 2, 3, 4, 5, 5ა, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18 19, 20, 21, 22, 23, 24, 25ა, 25ბ, დიღმის მას. 6 კვ-ში – კორპ. 1, 2, 3, 4, 5, 5ა, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 18, 19, 20, 21, 22ბ, 22ა, 23, ევგენი მიქელაძის ნაკ 19/1, 4, 6-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, ასევე ევგენი მიქელაძის, აღმაშენებლის ხეივნის და მიმდებარედ კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს.
„თბილისი ენერჯი“ ბოდიშს გიხდით აბონენტებს ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზით შექმნილი დისკომფორტის გამო“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.