თბილისი - დახურულია სავაჭრო ობიექტები სასურსათო მაღაზიების, აფთიაქების, ბენზინგასამართი სადგურების, ფოსტისა და ბანკების გარდა [ფოტო]
თბილისი - დახურულია სავაჭრო ობიექტები სასურსათო მაღაზიების, აფთიაქების, ბენზინგასამართი სადგურების, ფოსტისა და ბანკების გარდა [ფოტო]

ქვეყნის მასშტაბით დახურულია ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა, სააფთიაქო, ბენზინგასამართი ქსელებისა, საფოსტო გზავნილების ქსელისა და ასევე საბანკო განყოფილებებისა.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უსაფრთხოების საბჭოს გუშინდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ქვეყანაში სოციალური დისტანციის დაცვისა და მობილურობის ხარისხი უნდა შეიზღუდოს. მისივე თქმით, ეს არის მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის მიღებული აუცილებელი ნაბიჯი, რომელიც იქნება დროში შეზღუდული, მაგრამ აუცილებელი იმისთვის, რომ ვირუსის შიდა გადაცემა შეფერხდეს.