თბილისი-ბუდაპეშტის მიმართულებით სტუდენტებისთვის კიდევ ერთი სოციალური რეისი შესრულდება
მთავრობის ხელშეწყობით, 8 სექტემბერს, თბილისი-ბუდაპეშტის მიმართულებით სტუდენტებისთვის კიდევ ერთი სოციალური რეისი შესრულდება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, რეისი ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, ევროპაში სწავლის გაგრძელების მიზნით გაემგზავრონ.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჩვენს კოლეგებთან, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და განათლების სამინისტროსთან, ასევე ახალგაზრდობის სააგენტოსთან ერთად ვიმუშავეთ და შედეგად, 8 სექტემბერს უკვე ჩაინიშნა სოციალური სუბსიდირებადი ჩარტერული ფრენა. ამ რეისის მეშვეობით სტუდენტები, ვინც სწავლობს უნგრეთში ან ევროპის ზოგიერთ სხვა ქვეყანაში, შეძლებენ ბუდაპეშტში ჩასვლას“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
რეისს ავიაკომპანია „მაი ვეი ეარლაინსი“ შეასრულებს.