თბილისი-ბერლინი-თბილისის მიმართულებით მორიგი სპეციალური რეისი შესრულდება
ქართველი სტუდენტების გერმანიაში გამგზავრებისა და საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, თბილისი-ბერლინი-თბილისის მიმართულებით მორიგი სპეციალური რეისი შესრულდება.
ფრენას ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ 11 აგვისტოს, შემდეგი განრიგით განახორციელებს:
11 აგვისტო, თბილისი-ბერლინი-თბილისი, გაფრენა 11:00, მოფრენა 19:30 საათი.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, თბილისი-ბერლინის მიმართულებით, სპეციალური რეისი ორიენტირებულია ქართველი სტუდენტების ტრანსპორტირებაზე, რომლებიც სწავლობენ საქართველოს უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებელში და აქვთ სამუშაო მოწვევა გერმანიაში.
საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სუბსიდირებული ბილეთების ფასი არ იქნება 199 ევროზე მეტი.
ავიარეისი ბოინგი B737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას აღნიშნულ საჰაერო ხაზზე ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა, დღეს, 7 აგვისტოს მიენიჭა“, -აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.