თბილისი-ბაკურციხის გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე ნიაღვრის გამო შეფერხება იყო
თბილისი-ბაკურციხის გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე ნიაღვრის გამო შეფერხება იყო

თბილისი-ბაკურციხის საავტომობილო მაგისტრალის ბარჯისხევის მონაკვეთზე ძლიერი წვიმის შედეგად მოძრაობა რამდენიმე საათის განმავლობაში პარალიზებული იყო. ნიაღვარმა გზაზე ქვა-ღორღი ჩამოიტანა, რამაც ავტომობილებს გადაადგილების პრობლემა შეუქმნა. ადგილზე ავტომობილების მოძრაობას საპატრულო პოლიცია არეგულირებდა.

როგორც პირველ არხს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა განუცხადა, ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები ოპერატიულად დაიწყო და ამ დროისთვის, ​ბარჯისხევის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია.