თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის კმ20-კმ90 მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„ამ დროისთვის, აღნიშნულ გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.