თბილისში 5-8 დეკემბერს საერთაშორისო საფეხბურთო ოთხთა ტურნირი ჩატარდება.
გათამაშება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ორგანიზებით ტარდება და მასში მონაწილეობას საქართველოს, თურქეთის, ბელარუსისა და ლიტვის 15-წლამდე ნაკრები გუნდები მიიღებენ.
მატჩები 5, 6 და 8 დეკემბერს გაიმართება.