თბილისში მცირეწლოვან გოგონას, ელენეს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, ბავშვი დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში ცხოვრობს.
როგორც ცნობილია, გოგონა 5 ნოემბერს დილით გავიდა სახლიდან, თუმცა სკოლაში არ მისულა.
პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარ ფაქტზე საპატრულო პოლიცია ინფორმირებულია.
უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს ბავშვის სამძებრო სამუშაოები.
ოჯახის ახლობლები საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ თუ ბავშვი შენიშნეს, ან მასზე რაიმე სახის ინფორმაცია აქვთ, დარეკონ ნომერზე 577337616.