შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, თბილისში, თავისუფლების მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.
კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან გამომავალი ავტომანქანები იმოძრავებს პუშკინის ქუჩის მიმართულებით.
შსს-ს ინფორმაციით, საავტომობილო მოძრაობა 26 მაისს, ღონისძიების დასრულებისთანავე აღდგება.