„თავისუფლების მარშში“ მონაწილეობის მიზნით, ფილარმონიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მათი მხარდამჭერები იკრიბებიან
თბილისში, ფილარმონიის შენობასთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მათი მხარდამჭერები იკრიბებიან.
მათი განცხადებით, შეკრების მიზეზი „თავისუფლების მარშში“ მონაწილეობაა. შეკრების შემდეგ ისინი მსვლელობით პირველი რესპუბლიკის მოედანზე გადაინაცვლებენ და პარლამენტის წინ მიმდინარე აქციების მონაწილეებს შეუერთდებიან. პირველი რესპუბლიკის მოედნიდან კი, მსვლელობა თავისუფლების მოედნის მიმართულებით 19:00 საათზე იგეგმება.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნა, როგორც პარლამენტის წინ გამართული აქციის მონაწილეთა მოთხოვნა, ერთია, გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია.
ფილარმონიასთან შეკრებილები მხარდამჭერებსა და პარტიის წევრებს რეგიონებიდანაც ელოდებიან.