თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებმა პირველი არხის შენობა დაათვალიერეს
პირველ არხის შენობა თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის სტუდენტებმა დაათვალიერეს, რომლებიც ამჟამად, სასწავლო გეგმის ფარგლებში, საზოგადოებრივი მაუწყებლის არქიტექტურული პროექტის საარქივო მასალას ამუშავებენ.
გაზაფხულის სემესტრში სტუდენტები გაანალიზებულ მასალაზე დაყრდნობით ნაშრომს მოამზადებენ, რომლის პრეზენტაციაც უახლოეს მომავალში შედგება.
როგორც სტუდენტებმა აღნიშნეს, მათთვის მნიშვნელოვანი იყო შესწავლილი გრაფიკული მასალის გარდა, ადგილზე ენახათ ნახევარი საუკუნის წინ აშენებული შენობა, სადაც ფუნქციის უცვლელად მიმდინარეობს მუშა პროცესი, გასაუბრებოდნენ თანამშრომლებს შენობის საინტერესო წარსულის, ტექნოლოგიური და საინჟინრო ცვლილებების შესახებ.
სტუდენტებმა მაუწყებლის შენობა, სტუდიები და სამუშაო სივრცე დაათვალიერეს და პირვანდელ არქიტექტურულ ნახაზებს შეადარეს.