„თავისუფალი საქართველოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი აცხადებს, რომ პარტია სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს მხარს
„თავისუფალი საქართველოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი აცხადებს, რომ პარტია სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს მხარს

„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის გამარჯვება იქნება ნიადაგის მომზადება ხელისუფლებაში მათ დასაბრუნებლად,- ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველოს” ერთ- ერთმა დამფუძნებელმა გიორგი მოსიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

გიორგი მოსიაშვილი 2007-2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს მოქმედ, ძველ ოპოზიციონერებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

მისივე თქმით, „თავისუფალი საქართველო” არ დაუშვებს ხელისუფლების სათავეში იმ ადამიანების დაბრუნებას, ვინც ფეხქვეშ თელავდა ადამიანების უფლებებს და დევნიდა განსხვავებულ აზრს.

„ვიცით, რომ პრეზიდენტს აქვს შეზღუდული უფლებები, მაგრამ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“  კანდიდატის გამარჯვება იქნება ნიადაგის მომზადება ხელისუფლებაში მათ დასაბრუნებლად. ჩვენ ღიად და საჯაროდ ვაცხადებთ, რომ მხარს ვუჭერთ სალომე ზურაბიშვილს და საზოგადოებასაც მოვუწოდებთ, გააკეთოს გიონივრული არჩევანი”,- განაცხადა გიორგი მოსიაშვილმა.

„თავისუფალი საქართველოს” დამფუძნებელი აცხადებს, რომ პარტიის ლიდერ კახა კუკავასთან ერთად ამ პოზიციას პარტიის სხვა წევრებიც იზიარებენ.