„თავისუფლების მარში“ კახეთში აქციებს მართავს. საპროტესტო მსვლელობით ისინი საგარეჯოში და გურჯაანში იმყოფებოდნენ, საიდანაც ყვარელში გადაინაცვლეს.
მათი ძირითადი მოთხოვნა, რვა მარტის შეთანხმების შესრულება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ხელახალი საპარლამენტო არჩევნებია.
მოძრაობის წევრებმა ტრანსფარანტებით, შეძახილებით და სიგნალებით ცენტრალური ქუჩები მოიარეს და ადგილობრივებს პროტესტის გამოხატვისკენ მოუწოდეს.
„ჩვენ დავიწყეთ კახეთით, მოვივლით დღეს რეგიონის. არ მივცემთ ხელისუფლებას მოსვენების საშუალებას. ვითხოვთ 8 მარტის შეთანხმება შესრულდეს. ისინი კი არ უშვებენ პოლიტპატიმრებს, უფრო ზრდიან მათ სიას. ამიტომ, პროტესტი გრძელდება. აუცილებლად იქნება შედეგი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით“, – აცხადებენ მოძრაობის წევრები.
„თავისუფლების მარში“ დღის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამართავს აქციებს. შემაჯამებელი საპროტესტო მსვლელობა თელავში ჩატარდება.