თავისუფალი ჭიდაობა | გენო პეტრიაშვილი, მირიან მაისურაძე, ავთანდილ კენჭაძე და შოთა ფარტენაძე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში იჭიდავებენ [ვიდეო] #1TVSPORT

ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში დღეს დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში მიმდინარეობს ასპარეზობები. საქართველოს ნაკრებიდან ტურნირზე ხუთი სპორტსმენი გამოვიდა, რომელთაგანაც ოთხი – შოთა ფარტენაძე (61 კგ), ავთანდილ კენჭაძე (74 კგ), მირიან მაისურაძე (92 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ნახევარფინალში იჭიდავებენ.

ფარტენაძე ფინალში გასასვლელად ალბანელ ზელიმხან აბაკაროვს შეხვდება, კენჭაძე სლოვაკ ტაიმურაზ სალკაზანოვს დაუპირსპირდება. ნახევარფინალში მაისურაძის მეტოქე ძლიერი თურქი მოჭიდავე ფეიზულა აქთურქი იქნება, პეტრიაშვილი კი უნგრელ დანიელ ლიგეტის შეხვდება. გენოს წონაში მეორე ნახევარფინალში ლეგენდარული მოჭიდავე, თურქი ტაჰა აკგული იტალიელ რუანოს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე პირველ დღეს წარმატებით იასპარეზა გივი მაჭარაშვილმა (97 კგ). ქართველმა ფინალში გასასვლელად უკრაინის სახელით მოასპარეზე მურაზ მჭედლიძე დამაჯერებლად 9:1 დაამარცხა და დღეს ტურნირზე ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.

ფინალურ ბლოკში რობერტ დინგაშვილი (57 კგ) და ედემი ბოლქვაძე (65 კგ) ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ.

ნახევარფინალები თბილისის დროით 18:45 საათზე გაიმართება.

გუშინდელი ხუთი წონითი კატეგორიის ფინალური ბლოკი კი 20:00 საათზე დაიწყება.