თავისუფალი ჭიდაობა | ძებისაშვილი და გამყრელიძე ბაქოს სალიცენზიო ტურნირის ნახევარფინალში გავიდნენ #1TVSPORT
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირზე ოთხმა ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავემ იასპარეზა, რომელთაგანაც ნახევარფინალში გასვლა გოდერძი ძებისაშვილმა (65კგ) და ვლადიმერ გამყრელიძემ (86კგ) მოახერხეს.
შეჯიბრებაზე გამომსვლელი სპორტსმენებიდან პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებს მხოლოდ ფინალისტები მიიღებენ. ნახევარფინალები თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.
პარიზის ოლიმპიადის ლიცენზია ამ დროისთვის საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მხოლოდ ორ წევრს – გივი მაჭარაშვილსა (97 კგ) და გენო პეტრიაშვილს (125 კგ) აქვთ მოპოვებული.