თავისუფალი ჭიდაობა | ალექსანდრიის სარეიტინგო ტურნირზე დღეს ცხრა ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT
თავისუფალი ჭიდაობა | ალექსანდრიის სარეიტინგო ტურნირზე დღეს ცხრა ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT

ალექსანდრიაში მიმდინარე საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში დღეს მედლებისთვის ცხრა ქართველი იბრძოლებს – ბექა ბუჯიაშვილი და რობერტ დინგაშვილი (ორივე 57 კგ), შოთა ფარტენაძე (61 კგ), ედემი ბოლქვაძე (65 კგ), გიორგი ელბაქიძე (70 კგ), ავთანდილ კენჭაძე და ევსემი შველიძე (ორივე – 79 კგ), ტარიელ გაფრინდაშვილი (86 კგ), მირიან მაისურაძე (92 კგ).

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრიაში ორი დღის წინ დასრულდა შეჯიბრება ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, სადაც ჩვენი გუნდის წევრებმა სამი ოქროს, ოთხი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. საქართველოს ნაკრებმა ეგვიპტეში გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.