გვატემალის ხელისუფლება ისრაელში თავისი საელჩოს თელ-ავიდიან იერუსალიმში გადატანას მაისში აპირებს.
ამის შესახებ გვატემალის პრეზიდენტმა ჯიმი მორალესმა ამერიკა-ისრაელის კომიტეტის ყოველწლიურ კონფერენციაზე განაცხადა.
ჯიმი მორალესის თქმით, გვატემალა იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად აღიარებს. მისი განცხადებით, საელჩოს თელ-ავივიდან აშშ-ის მიერ დიპლომატიური მისიის იერუსალიმში განთავსებიდან ორი დღის შემდეგ გადაიტანენ.
დეკემბრის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა და ამერიკის საელჩოს თელ-ავივიდან გადატანის განკარგულება გასცა. მალევე, დიპლომატური მისიის იერუსალიმში გადასატანად მოსამზადებელი სამუშაოების დაწყება საგარეო საქმეთა სამინისტროს გვატემალის პრეზიდენტმაც დაავალა.
იერუსალიმის სტატუსი ისრაელსა და პალესტინას შორის დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.