იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი კარლო ტავეკიო არ აპირებს თანამდებობის დატოვებას. ამის შესახებ განაცხადა იტალიელ მოთამაშეთა კავშირის პრეზიდენტმა დამიანო ტომაზიმ.
ტავეკიომ ამგვარი გადაწყვეტილება მიიღო ფედერაციის სამიტზე. არადა, იტალიელი გულშემატკივრების უმრავლესობას სურს 74 წლის ტავეკიოს გადადგომა მას შემდეგ, რაც “სკუადრა აძურამ” ჩააგდო მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი და პირველად ბოლო 60 წლის განმავლობაში, ვერ მოხვდა ფინალურ ტურნირზე.
“ტავეკიომ დარჩენა გადაწყვიტა. ის გააგრძელებს მუშაობას ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე, – მოჰყავს Football Italia-ს ტომაზის სიტყვები. – სხვა თანმშრომლებსაც ჯერ არ მიუღიათ გადაწყვეტილება. გარდაქმნებისადმი განწყობა არ შეიმჩნევა”.