საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ოპოზიციის მხრიდან კვლავ თავდასხმის ობიექტი გახდა.
ოპოზიციამ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მორიგი შეხვედრა გამართა.
შეხვედრის შემდეგ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას კითხვებით მიმართა. ჟურნალისტის დასმული შეკითხვა ნიკა მელიას არ მოეწონა.