თავდაცვის უწყება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შეზღუდვებს აწესებს
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით სპეციალური ბრძანება გამოსცა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თავდაცვის უწყების ის თანამშრომელი, რომელიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაში, სამსახურში არ გამოცხადდებიან ორი კვირის განმავლობაში.
„ბრძანება გავრცელდება იმ პირებზეც, რომლებიც უახლესი ორი კვირის განმავლობაში აღნიშნულ ქვეყნებში ვიზიტს გეგმავენ. მინისტრის ბრძანებით, მათ შრომითი ანაზღაურება შეუნარჩუნდებათ. გადაიდო ან გაუქმდა ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაში დაგეგმილი სამსახურეობრივი მივლინებებიც“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.