საბრძოლო მასალის გაყიდვის საქმეზე პროკურატურის მთავარი მოწმე დაიკითხა
70 ათასზე მეტი ლარის ღირებულების საბრძოლო მასალის გაყიდვის საქმეზე, რომელიც ორი სამხედრო პირისა და ერთი მოქალაქის მიმართ მიმდინარეობს, სასმართლომ პროკურატურის მთავარი მოწმე დაკითხა.
უწყების მოქმედმა თანამშრომელმა ჩვენებაში დაადასტურა, რომ სამხედრო პირები გიორგი გოგოჩაშვილი და ზურაბ მანგოშვილი მისი დახმარებით თავდაცვის სამინიტროს საწყობიდან საბრძოლო ვაზნების უკანონო გატანის და რეალიზაციის პროცესში მონაწილეობდნენ. მისი თქმით ვაზნების გატანაში დახმარება სამხედრო პირმა, გიორგი გოგოჩაშვილმა გარკვეული თანხის სანაცვლოდ, 2017-2018 წლებში ორჯერ სთხოვა. ვაზიანის ბაზიდან გატანილი ვაზნები კი, გოგოჩაშვილმა ასევე სამხედრო პირს, მანგოშვილს გადასცა. საქმეზე ბრალდებული სამხედროები ბრალს ნაწილობრივ აღიარებენ, თუმცა არ იზიარებენ პროკურატურის ბრალდების იმ ნაწილს, რომელის მიხედვითაც ჯამში 70 ათას ლარზე მეტი საბრძოლო მასალაა გატანილი. მესამე ბრალდებული მოქალაქე სოლომონ ბლუაშვილია, რომელსაც გამოძიება, ბაზიდან მოპარული ვაზნების უკანონო შესყიდვას და გასაღების მცდელობას ედავება. ის გასაღების მცდელობის ნაწილში ბრალს არ აღაირებს. მისი ადვოკატოს თქმით, შვილის ნათლიამ, ასევე ბრალდებულმა მანგოშვილმა ვაზნები აჩუქა და მანქანაში ჩაუდო, რადგან ბლუაშვილი მონადირეა.
გიორგი გოგოჩაშვილის ადვოკატის, იასონ ბესელიას თქმით, დღეს დაკითხულმა მოწმემ დაადასტურა, რომ გოგოჩაშვილმა მცირე ოდენობის შეიარაღება გამოიტანა. “შესაბამისად ღიად რჩება საკითხი, ვინ გამოიტანა 75 ათასის ღირებულების შეიარაღება ბაზიდან და რატომ არის 40 ათასის ზედმეტობა”, – განაცხადა ბესელიამ.
საქმის პროკურორის დავით კაკაბაძის თქმით, დღეს დაკითხულმა მოწმემ დაადასტურა ბრალად წარდგენილი ქმედება.
“ძირითად 2017-2018 წლებში სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო ვაზნები გადიოდა დაცული ტერიტორიიდან. ამას ადასტურებს ინვენტარიზაციის აქტიც, რომელიც საქმის მასალებშია.”, – განაცხადა პროკურორმა.
საქმეზე შემდეგი პროცესი 13 მაისს, 13:00 საათზე გაგრძელდება.