თავდაცვის სამინისტროს უწყებრივ მედლებს „დიდგორი-900“ დაემატა
თავდაცვის სამინისტროს უწყებრივ მედლებს „დიდგორი-900“ დაემატა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, უწყებრივი მედლისა და სამკერდე ნიშნების ნიმუშებს კიდევ ერთი საიუბილეო მედალი „დიდგორი-900“ დაემატა. ცვლილებები „უწყებრივი მედლისა და სამკერდე ნიშნის ნიმუშებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის №60 ბრძანებაში შევიდა.

დოკუმენტის თანახმად, საიუბილეო მედლით „დიდგორი-900“ დიდგორის ბრძოლის 900 წლის იუბილეს აღსანიშნად ჯილდოვდებიან საქართველოსა და უცხო ქვეყნების მოქალაქეები, საქართველოს სამხედრო აღმშენებლობის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული დამსახურებისთვის.

მედლის მასალად გამოყენებულია ლითონი ოქროს შეფერილობით.

საიუბილეო მედლით „დიდგორი-900“ საქართველოსა და უცხო ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის წარდგინებით აჯილდოებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

ჯუანშერ ბურჭულაძის ბრძანება 9 აგვისტოთი თარიღდება. ის უკვე გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეში, სადაც აღნიშნულია, რომ ბრძანება მოქმედებს 2021 წლის 6 აგვისტოდან.