თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლის მცირეწლოვანმა შვილმა სამინისტროს „ფეისბუქზე“ შემთხვევით ლაივი ჩართო
შემთხვევა, რომელმაც „ფეისბუქის“ ქართველი მომხმარებლები გაახალისა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლის მცირეწლოვანმა შვილმა სამინისტროს „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე შემთხვევით ლაივი ჩართო.
სამინისტროს „ფეისბუქის“ ლაივში პატარას გამოჩენამ სოციალური ქსელის მომხმარებლები ისე გაამხიარულა, რომ მას კომენტარებიც დაუწერეს.
მომხდარს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო თოლორდავა „ფეისბუქზე“ გამოეხმაურა:
„ეს პატარა სანდროა, თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური გვერდის ადმინისტრატორისა და უწყების სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომლის შვილი. სანდრო შემთხვევით აღმოჩნდა სამინისტროს ფეისბუქგვერდის ლაივში და თქვენი გამხიარულებაც მოახერხა. სახალისო ხარვეზი გვაპატიეთ“, – წერს ნინო თოლორდავა.