თავდაცვის სამინისტროს ობიექტებთან მშენებლობისა და სხვა საქმიანობის განხორციელებაზე უწყებასთან წინასწარ შეთანხმება სავალდებულო იქნება
თავდაცვის სამინისტროს ობიექტებთან გარკვეულ დისტანციაზე მშენებლობისა და სხვა საქმიანობის განხორციელების უწყებასთან წინასწარ შეთანხმება იქნება აუცილებელი.
აღნიშნულ ვალდებულებას „თავდაცვის კოდექსი“ ითვალისწინებს, რომელიც მთავრობამ მოამზადა და პარლამენტს წარუდგინა.
მთავრობა განმარტავს, რომ წინასწარ შეთანხმების მიზანია თავდაცვის სამინისტროს სისტემის შეუფერხებელი ფუნქციონირება.
„აღნიშნული განპირობებულია პერიმეტრის კონტროლისა და შეზღუდული ხილვადობის პირობებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობით, ასევე ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების დაცვის საჭიროებით“, – ნათქვამია პროექტში.