თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროები „ძლიერთა თამაშებისთვის“ ემზადებიან
თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროები „ძლიერთა თამაშებისთვის“ ემზადებიან

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა გუნდი „ძლიერთა თამაშებისთვის“ (Invictus Games 2023) აქტიურად ემზადება.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედროები წეროვანის მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრის სპორტულ და სატრენაჟორო დარბაზებში სპორტის სხვადასხვა სახეობაში ვარჯიშობენ.

„ძლიერთა თამაშები“ წელს 7-17 სექტემბერს გერმანიაში, ქალაქ დიუსელდორფში გაიმართება და მასში საქართველო 20 პარასპორტსმენით მიიღებს მონაწილეობას.

დაჭრილი სამხედროები, 22 ქვეყნის 500 დაჭრილ-დაშავებულ სამხედროსთან ერთად, სპორტის ორ გუნდურ და ექვს ინდივიდუალურ სახეობაში იასაპარეზებენ. ჯარისკაცები საკუთარ ფიზიკურ შესაძლებლობებს გამოცდიან მშვილდოსნობაში, ცურვაში, ძალოსნობაში, მძლეოსნობაში, მჯდომარე ფრენბურთში, პარაკალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთსა და სავარჯიშო მოწყობილობაზე ნიჩბოსნობაში.

„ძლიერთა თამაშები“ 2014 წლიდან გაერთიანებული სამეფოს სასექსის ჰერცოგის, პრინც ჰარის პატრონაჟით სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. საქართველოს დაჭრილ-დაშავებულ სამხედროების გუნდების მონაწილეობა ყოველთვის უმაღლესი სინჯის მედლებით ფასდება.