2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მესამე წარდგენით, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 100 მილიონი ლარით იზრდება.
შესაბამისად, მომავალ წელს უწყება 702 მილიონი ლარის ნაცვლად, 802 მილიონი ლარით დაფინანსდება.
მიმდინარე წელთან შედარებით, ზრდა 54 მილიონ ლარს შეადგენს.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დამატებითი თანხა შეიარაღების შეძენას მოხმარდება.