თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებსა და ყველა სამხედრო ბაზაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა
თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებსა და ყველა სამხედრო ბაზაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით და მთავრობის განკარგულებით, 11 ოქტომბერი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ბათუმში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებსა და საქართველოს რეგიონებში არსებულ ყველა სამხედრო ბაზაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. დაიღუპა ცხრა და დაშავდა ერთი ადამიანი. შსს-მ კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა.