თავდაცვის სამინისტრომ მარნეულის შესასვლელთან მედიისთვის საველე კარავი მოაწყო [ფოტო]
13:33, 27.03.2020
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საკარანტინო ზონის მთავარ ე.წ. ბლოკპოსტთან, რომელიც მარნეულის შესასვლელთან მდებარეობს, მედიისთვის საველე კარავი მოაწყო.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, კარავში მაგიდები და სკამებიც განთავსდება. მედიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, კარვიდან იმუშაონ.
მარნეულისა ბოლნისის მუნიციპალიტეტებში უკვე რამდენიმე დღეა, კარანტინია გამოცხადებული.