თავდაცვის სამინისტრო - სოციალურ ქსელებში ირაკლი ღარიბაშვილის სახელთან დაკავშირებული ყალბი გვერდები იქმნება, რომლებითაც მცდარი ინფორმაცია ვრცელდება
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, სოციალურ ქსელებში პერიოდულად საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახელთან დაკავშირებული არაერთი ყალბი გვერდი იქმნება, რომლებიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და დეზინფორმირებას ისახავს მიზნად.
„მოცემული გვერდებით ხდება მცდარი ინფორმაციის გავრცელება და გარკვეული პოლიტიკური დღის წესრიგით საზოგადოებრივი აზრის მანიპულირება. მოგახსენებთ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობენ მხოლოდ ოფიციალური „ფეისბუქ” და „ტვიტერის” გვერდებით“ ,- ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საზოგადოებას მოუწოდებს, აღნიშული ტიპის გვერდებზე განთავსებული ინფორმაციის მიმართ სიფრთხილე გამოიჩინონ.