თავდაცვის სამინისტრო სამხედროების წარჩინებული შვილების სწავლის საფასურის თანადაფინანსებისთვის მილიონ ლარს გამოყოფს
თავდაცვის სამინისტრო სამხედროების წარჩინებული შვილების სწავლის საფასურის თანადაფინანსებისთვის მილიონ ლარს გამოყოფს

ჩვენი სამხედროების წარჩინებული შვილების სწავლის საფასურის თანადაფინანსებას ვაპირებთ, ასევე, დაინიშნება მინისტრის სტიპენდიაც, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ მიმართულებით დაახლოებით მილიონ ლარს გამოყოფენ.

„ასეთი ინიციატივა მაქვს, კიდევ ერთი, განათლების მიმართულებით, ჩვენი სამხედროების წარჩინებული შვილების სწავლის საფასურის თანადაფინანსებას ვაპირებთ. ამ მიმართულებით დაახლოებით მილიონ ლარს გამოვყოფთ წელს. ასევე, სამხედროების წარჩინებულ შვილებს მინისტრის სტიპენდიაც დაენიშნებათ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.