თავდაცვის სამინისტრო - მწუხარებას გამოვთქვამთ გორში სამხედრო მოსამსახურის ტრაგიკულად დაღუპვის გამო, ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გორში სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
„თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს სამხედრო მოსამსახურის, 1982 წელს დაბადებულ კაპრალ ივანე გოგიძის ტრაგიკულად დაღუპვის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.
სამხედრო მოსამსახურე 28 დეკემბერს გორში, ნაქირავები საცხოვრებელი ბინის აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს. პირველადი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ წყლის გამათბობლის გაუმართაობა და შედეგად ბუნებრივი აირით მოწამვლა გახდა. გარდაცვლილს უტარდება შესაბამისი ექსპერტიზა“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.