თავდაცვის სამინისტრო იმპორტირებული ტყვია-წამლის ადგილობრივი წარმოებით ჩანაცვლებაზე მუშაობს
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იმპორტირებული ტყვია-წამლის ადგილობრივი წარმოებით ჩანაცვლებაზე მუშაობს.
როგორც საქართველოს პირველ არხს „დელტა ინთერნეშენალში“ განუცხადეს, მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია და საწარმოო პროცესის დაწყება უცხოელ პარტნიორებთან ერთად იგეგმება.
„მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ახალი ერთობლივი საწარმოს გახსნაზე, რომელიც ამუნიციას შეეხება. ვცდილობთ, წლის ბოლომდე მოლაპარაკებების პროცესი დასრულდეს. საქმე ეხება როგორც მცირე კალიბრის, ასევე მსხვილი კალიბრის ტყვია-წამლის წარმოებას. მოლაპარაკებებს რამდენიმე კომპანიასთან ვაწარმოებთ. ჩვენი ინტერესია „დელტას“ ტერიტორიაზე რაც შეიძლება მეტი ერთობლივი საწარმო დაფუძნდეს. ამ წუთის მდგომარეობით, ჩვენ სრულად იმპორტზე ვართ დამოკიდებული. გვინდა, ეს ადგილობრივი წარმოებით ჩავანაცვლოთ. ამის საფუძველიც გვაქვს და მხარდაჭერაც“, – აცხადებს „დელტა ინთერნეშენალის“ დირექტორი ზურაბ ჯაველიძე.