საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო.
მემორიალთან იმყოფებოდა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი.
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. მთავრობის წარმომადგენლებმა 9 აპრილი, როგორც ერის ერთიანობისა და თავისუფლების სიმბოლო, კიდევ ერთხელ გაიხსენეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.