თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ისრაელის ელჩთან, ჰადას ესტერ მეიტცადთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა ხალხთა შორის არსებულ ისტორიულ მეგობრობას, რომელსაც ორი ქვეყნის მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობები ეფუძნება.

თავდაცვის მინისტრმა ისრაელის ელჩს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ირაკლი ჩიქოვანმა დიპლომატს სოლიდარობა გამოუცხადა 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელის სახელმწიფოსა და მოქალაქეებზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის გამო.