თავდაცვის კომიტეტი 6 მარტს „თავდაცვის კოდექსს“, ასევე „გირჩის“ ალტერნატიულ წინადადებას განიხილავს
თავდაცვის კომიტეტი 6 მარტს „თავდაცვის კოდექსს“, ასევე „გირჩის“ ალტერნატიულ წინადადებას განიხილავს

საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტი „თავდაცვის კოდექსზე“ 6 მარტს იმსჯელებს.

კომიტეტის სხდომაზე მთავრობის მიერ მომზადებულ კანონპროექტთან ერთად მსჯელობის საგანი იქნება „გირჩის“ მიერ მომზადებული ალტერნატიული წინადადებაც.

„გირჩი“ სავალდებულო სამხედრო სამსახურის შემოღებას აპროტესტებს, რასაც გასულ კვირას საკომიტეტო განხილვების დროს უმრავლესობის წევრებსა და „გირჩის“ წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, იყო ფიზიკური დაპირისპირების მცდელობაც.

მთავრობის მიერ მომზადებული ცვლილება თავდაცვის მიმართულებით რეფორმის განხორციელებას ითვალისწინებს, მათ შორის სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით სასულიერო პირი აღარ ისარგებლებს.