„თავდაცვის კოდექსში“ მომზადებული ცვლილებები აქტიური რეზერვის პირობებს ცვლის
„თავდაცვის კოდექსში“ მომზადებული ცვლილებები აქტიური რეზერვის პირობებს ცვლის.
ცვლილებებით, პირს აქტიურ რეზერვში სამსახურის შემდგომ, მიუხედავად იმისა, დაარღვია თუ არა კონტრაქტი, სარეზერვო სამხედრო სამსახურში მიღებული სამხედრო წოდება შეუნარჩუნდება.
ამასთან, წოდებრივი დაწინაურების პროცესის განსაზღვრისას ცვლილებებია ვადებთან დაკავშირებითაც. პროექტით, სამხედრო წოდების მისანიჭებლად სამხედრო სამსახურის შემდეგი ვადები დგინდება: უმცროსი სერჟანტიდან სერჟანტამდე − ორი წელი; სერჟანტიდან უფროს სერჟანტამდე − სამი წელი; კაპიტნიდან მაიორამდე − სამი წელი; მაიორიდან ვიცე-პოლკოვნიკამდე − ოთხი წელი; ვიცე-პოლკოვნიკიდან პოლკოვნიკამდე − ხუთი წელი.