თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა, გიორგი მათიაშვილმა მოადგილეებთან და მთავარ სერჟანტთან ერთად, 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო.
სამხედროებმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და 9 აპრილი, როგორც ერის ერთიანობისა და თავისუფლების სიმბოლო კიდევ ერთხელ გაიხსენეს.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათასობით ადამიანი მოიწამლა. მშვიდობიანი მომიტინგეები საბჭოთა კავშირიდან გამოსვლასა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას ითხოვდნენ.