საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის ძალების სამხედროები სტიქიის ზონაში სამუშაოებს აქტიურად განაგძრობენ.
უწყების ცნობით, დამეწყრილ ტერიტორიაზე, სადაც გადაადგილება შეუძლებელი იყო, ასაწყობი საფეხმავლო ხიდები დამონტაჟდა.
მეთივე ინფორმაციით, აღნიშნული კონსტრუქციები სამხედრო მოსამსახურებს და მაშველებს მეტი ფართობის შესწავლისა და გადაადგილების შესაძლებლობას აძლევს.
„სამხედროებთან ერთად, სტიქიის ზონაში იმყოფებიან თავდაცვის მინისტრი და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ჩართული არიან აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობების სამხედროები, საინჟინრო ქვედანაყოფები და ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა მძიმე ტექნიკითა და სპეციალური აღჭურვილობით, ასევე ეროვნული გვარდიის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის პირადი შემადგენლობა. ადგილზე ჯარისკაცები შსს-ს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის მაშველებთან ერთად მუშაობას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ“, – აღნიშნულია ოფიციალურ ინფორმაციაში.