თავდაცვის ძალების მეთაურმა ოპერატიულ პარტნიორებთან ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ორგანიზებით, თავდაცვის ძალების მეთაურების მონაწილეობით, ოპერატიულ პარტნიორებთან ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომა დისტანციურ ფორმატში გაიმართა.
სხდომას ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე ადმირალი რობ ბაუერი ხელმძღვანელობდა. მონაწილეებმა ალიანსის ძირითადი ამოცანების ფარგლებში პარტნიორ ქვეყნებთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ძირითად ასპექტებსა და პერსპექტივებზე ისაუბრა.
ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.