„ტავ ჯორჯია“ - გასულ ღამეს ნისლისა და დაბალი ხილვადობის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაუქმდა სამი და გადაიდო ორი ავიარეისი
გასულ ღამეს ნისლისა და დაბალი ხილვადობის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაუქმდა სამი და გადაიდო ორი ავია რეისი, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს პირველ არხს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველ კომპანია „ტავ ჯორჯიაში“ განუცხადეს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამჟამად ხილვადობა გაუმჯობესებულია და რეისების მიღება ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.
„ნისლისა და დაბალი ხილვადობის გამო გასული ღამის განმავლობაში გაუქმდა „თურქეთის ავიახაზების“ სტამბოლი-თბილისი-სტამბოლი ორი რეისი, „პეგასუსის“ სტამბოლი-თბილისის რეისი. გადაიდო „პეგასუსის“ ანტალია-თბილისის რეისი და „აზერბაიჯანის ავიახაზების“ ბაქო-თბილისის რეისი.
ამჟამად ხილვადობა გაუმჯობესებულია და რეისების მიღება ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება“, – აცხადებენ „ტავ ჯორჯიაში“.