ტატო გრიგალაშვილმა ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვაჰიდ ბორჩაშვილი დაამარცხა და ოლიმპიადის მეოთხედფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT
პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებზე, ძიუდოს ტურნირის მეოთხე საშეჯიბრო დღეს მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა (81კგ) მეორე შეხვედრაც მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა.
ქართველმა ავსტრიის წარმომადგენელი ვაჰიდ ბორჩაშვილი ვაზარით დაამარცხა. ნახევარფინალში გასასვლელად ტატო ტაჯიკ მაჰმადბეკოვს დაუპირისპირდება.
დღეს შეჯიბრებაზე გამომსვლელი მეორე ქართველი – ოლიმპიური თამაშების დებიუტანტი ეთერ ასკილაშვილი (63კგ) პირველ შეხვედრაში სლოვენიელ ანდრეა ლესკისთან იპონით დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა.
შეგახენებთ, რომ პარიზში საქართველო ნაკრები ჯერ მედლის გარეშეა.