ტატო გრიგალაშვილი - საოცნებო მიზნამდე ცოტა დამაკლდა, ძალიან საწყენია [ვიდეო] #1TVSPORT
პარიზის ოლიმპიადაზე პირველი ქართული მედალი ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა. იგი 81 კგ წონითი კატეგორიის ფინალში იაპონელ ნაგასესთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ბრძოლის შემდეგ ტატომ პარიზიდან ასეთი კომენტარი გააკეთა:
„მე და ჩემი გუნდი მზად ვიყავით გამარჯვებისთვის. ოლიმპიურ ოქრომდე, საოცნებო მიზნამდე ცოტა დაგვაკლდა. ძალიან საწყენია. ბევრისთვის აქ მოხვედრაა საოცნებო, მაგრამ… ჩემს მედალს რაღაც აკლია, ფერი აკლია…“